თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი აცხადებს კონკურს დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსების მოსაპოვებლად
კონკურსის მიზანი
თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის 5 დოქტორანტის ერთი სასწავლო სემესტრის დაფინანსება.
კონკურსის სამიზნე ჯგუფი
თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის - II, III, IV, V, VI სემესტრისდოქტორანტები.
კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებენ:
- პირველი და დამატებითი სემესტრის დოქტორანტები;
- დასაფინანსებელ სემესტრში სტატუსშეჩერებული დოქტორანტები;
- დოქტორანტები, რომლებსაც არ აქვთ დაფარული წინა სემესტრის სწავლის საფასური;
- დოქტორანტები, რომლებიც ფინანსდებიან საგრანტო პროექტის ფარგლებში;
- დოქტორანტები, რომლებიც ფინანსდებიან რომელიმე ორგანიზაციის, ფონდის მიერ.
რეგისტრაციის ვადები:
ნოემბერი 19, 2020 - დეკემბერი 4, 2020
სავალდებულო დოკუმენტაცია
დოქტორანტმა ფაკულტეტის კანცელარიის ელექტრონულ მისამართზე chancellery.pes@tsu.ge უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
- განაცხადი კონკურსში მონაწილეობის შესახებ (დანართი 1);
- ავტობიოგრაფია (CV);
- სამეცნიერო პუბლიკაციების, განხორციელებული სამეცნიერო-კვლევითი, კვალიფიკაციის ასამაღლებელი და სასწავლო აქტივობების ჩამონათვალი (დანართი 2/შევსებული ცხრილი - მათი დამადასტურებელი დოკუმენტაციით). კოლოკვიუმის ფარგლებში განხორციელებული აქტივობის დასადასტურებლად ცნობის წარმოდგენა არ არის სავალდებულო;
- სამეცნიერო ხელმძღვანელის შუამდგომლობა;
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
- ამონაწერი სტუდენტის ბარათიდან GPA-ის მითითებით.
მარეგულირებელი დოკუმენტები: დეკანის ბრძანება; დეკანის ბრძანება ვადების ცვლილებასთან დაკავშირებით